თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ აბდულაჰ გულის ვიზიტი საქართველოში

Tiflis Büyükelçiliği 02.05.2014

საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 2014 წლის 5-7 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა.

აღნიშნულის ფარგლებში, ოთხშაბათს, 6 მაისს, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით თბილისში მოეწყობა სამმხრივი სამიტი.

ბატონი პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები და მოხდება შეხედულებების ურთიერთგაზიარება ჩვენთვისა და საქართველოსთვის აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, 6 მაისს, თურქი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმი.

თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს პრეზიდენტების სამხრივ სამიტზე კი ფართოდ განიხილება კავკასიასთან დაკავშირებული თანამშრომლობის პროექტები და რეგიონის ხალხების ინტერესების საკეთილდღეოდ მიმართული სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. ამასთან, მოხდება შეხედულებების ურთიერთგაზიარება მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ვიზიტი უზრუნველყოფს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო წინსვლას და ამასთან, შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს შორის რეგიონალურ დონეზე მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.

Pazartesi - Cuma

09:00 - 13:00 / 14:00 - 18:00

Konsolosluk Şubesi Vatandaş Kabul Saatleri: 09:30 - 13:00
1.1.2020 2.1.2020 Yılbaşı
7.1.2020 7.1.2020 Noel
19.1.2020 19.1.2020 Vaftiz Günü
3.3.2020 3.3.2020 Anneler Günü
8.3.2020 8.3.2020 Uluslararası Kadınlar Günü
9.4.2020 9.4.2020 Şehitleri Anma Günü (GE)
17.4.2020 20.4.2020 Paskalya Bayramı
9.5.2020 9.5.2020 Zafer Bayramı
12.5.2020 12.5.2020 Aziz Andrea Yortusu
24.5.2020 24.5.2020 Ramazan Bayramı
26.5.2020 26.5.2020 Milli Gün
28.8.2020 28.8.2020 Meryem Ana Günü
14.10.2020 14.10.2020 Svetitskhoveli Kilisesi Bayramı
29.10.2020 29.10.2020 Cumhuriyet Bayramı
23.11.2020 23.11.2020 Aziz Giorgi Yortusu