Türkiye Cumhuriyeti

Tiflis Büyükelçiliği

Büyükelçilik Duyurusu

მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ , 30.06.2014

მიგვაჩნია, რომ ევროკავშირსა და მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით ამ სამმა ქვეყანამ ევროკავშირისადმი მიმართული თავისი დემოკრატიული ნება აჩვენა და ეს ხელშეკრულებები, ზემოხსენებული ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის გარდა, გრძელვადიან  და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სრულიად ევროპასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხში.

თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და მნიშვნელოვანი მანძილი განვლო კანდიდატობის პროცესში, მომავალშიც განაგრძობს ამ სამი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერას ევროპისაკენ მიმართულ შემდგომ პროცესებში.