Türkiye Cumhuriyeti

Tiflis Büyükelçiliği

Büyükelçilik Duyurusu

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ აბდულაჰ გულის ვიზიტი საქართველოში , 02.05.2014

საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 2014 წლის 5-7 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა.

აღნიშნულის ფარგლებში, ოთხშაბათს, 6 მაისს, თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მონაწილეობით  თბილისში მოეწყობა სამმხრივი სამიტი.

ბატონი პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტ ბატონ გიორგი მარგველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრების დროს განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები და მოხდება შეხედულებების ურთიერთგაზიარება ჩვენთვისა და საქართველოსთვის აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ჭრილში, 6 მაისს, თურქი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება ბიზნეს ფორუმი.

თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს პრეზიდენტების სამხრივ სამიტზე კი ფართოდ განიხილება კავკასიასთან დაკავშირებული თანამშრომლობის პროექტები და  რეგიონის ხალხების ინტერესების საკეთილდღეოდ მიმართული  სამმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. ამასთან, მოხდება შეხედულებების ურთიერთგაზიარება მიმდინარე რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით.

აღნიშნული ვიზიტი უზრუნველყოფს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო წინსვლას და ამასთან,    შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს შორის რეგიონალურ დონეზე მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.